მაგიდა იტვირთება…
←
ბურაორი მოთამაშე · სამი კარტი · 11 ქულამდე
ბურას სამი კარტი

ბურა

ძლიერი ხელი, ზუსტი გათვლა და დროული „ვარ!“ — მოიწვიე მეგობარი ან ეთამაშე ბოტს.

მოიწვიე მოთამაშე

მატჩი 11 ქულამდეა. ორივე მოთამაშე დაწყებამდე ადასტურებს 30 მონეტას.

მოგებულს წმინდად +28, წაგებულს −30 მონეტა. 2 მონეტა საკომისიოდ იწვება. დავი მხოლოდ მატჩის ქულებს ზრდის.

ითამაშე ბოტთან

ივარჯიშე უფასოდ. ბოტი შენს ხელში და პირქვე გატანებულ კარტებში ვერ იხედება.

მონეტები და კვირის რეიტინგი არ იცვლება.

როგორ ვითამაშო?

  1. სვლა — მონიშნე 1–3 ერთი ფერის კარტი.
  2. პასუხი — იმდენივე კარტით მოჭერი ან პირქვე გაატანე.
  3. 31 ქულა — შენს სვლაზე, ჩამოსვლამდე თქვი „ვარ!“

ღია მაგიდები

ბურას მაგიდამატჩი 11 ქულამდე

მოთამაშეები

დაწყებისას 30 მონეტა დროებით ინახება. მოგებისას გიბრუნდება 58 — შენი 30 და მოგებული 28. დამარცხებისას შენახული 30 იკარგება.

ონლაინ მოთამაშეები

მოწვევა 45 წამს მოქმედებს. უარის შემდეგ იმავე მოთამაშეს 1 წუთში მოიწვევ.

ბურა

ბურას წესები

კარტები და ქულები
თამაშობენ ორნი, 20-კარტიანი დასტით. სიძლიერით: ტუზი, ათიანი, მეფე, ქალი, ვალეტი. ათიანი მეფეზე მაღლაა. ტუზი 11, ათიანი 10, მეფე 4, ქალი 3, ვალეტი 2 ქულაა — სულ 120. 6–9 არ თამაშდება.
დარიგება და კოზირი
თითოეულს 3 კარტი ურიგდება. მომდევნო კარტი იხსნება — მისი ფერი კოზირია. ის დასტის ძირში დევს და ბოლოს აიღება.
სვლა
მონიშნე 1–3 ერთი ფერის კარტი და დააჭირე „სვლა“. მოწინააღმდეგე იმდენივე კარტს დებს; ფერის მიყოლა არ ევალება.
მოჭრა და გატანება
„მოჭრა“ მხოლოდ მაშინ გამოდის, თუ თითოეულ კარტს ცალკე ჭრი: იმავე ფერის უფროსით ან კოზირით. მოჭრა სავალდებულო არაა. „გატანებით“ კარტები პირქვე მიდის მსვლელთან — მან მათი ქულები არ იცის.
დათვლა და შევსება
აღებულ ქულებს თავად ითვლი — თამაშისას ეკრანზე არ ჩანს. რაუნდის ბოლოს ორივეს ქულები იხსნება. ხელის ამღები ირჩევს „გაგრძელებას“ ან „ვარ!“. გაგრძელებისას ორივე 3 კარტამდე ივსებს: კარტებს რიგრიგობით იღებენ, ამღები პირველი. შემდეგ სვლას ამღები იწყებს. დასტის ამოწურვის შემდეგ ხელები მცირდება.
„ვარ!“
თუ ფიქრობ, რომ 31 ქულა ან მეტი აიღე, შენს სვლაზე, ჩამოსვლამდე თქვი „ვარ!“. 31 ან მეტი — რაუნდი შენია; ნაკლები — წააგე.
ბურა და სამეფო ბურა
სამი კოზირი ხელში რაუნდს მაშინვე იგებს. სამი ტუზი, რომელთა შორის კოზირის ტუზიცაა, სამეფო ბურაა და ორმაგ ფასად იგებს. სამეფო ბურას უპირატესობა აქვს.
კარტები გათავდა
თუ „ვარ!“ არავინ თქვა, მეტი აღებული ქულა იგებს; 60 : 60 — ყაიმია და მატჩის ქულა არავის ემატება.
დავი
შენს სვლაზე, კარტის დადებამდე ფასი შეიძლება გაზარდო: დავი (2), სე (3), ჩარი (4), ფანჯი (5), შაში (6). მეტოქე იღებს, თმობს — ძველი ფასით — ან შემდეგ საფეხურზე ადის. მიღებული აწევის შემდეგ შემდეგი მხოლოდ მეორე მოთამაშეს ეკუთვნის. დავი მონეტების ფსონს არ ცვლის.
კროუფორდის წესი
როცა ვინმეს მოსაგებად 1 ქულა დააკლდება, შემდეგ ერთ რაუნდში დავი იკრძალება. ეს შეზღუდვა მატჩში ერთხელ მოქმედებს.
მალიუტკა
სამი ერთი ფერის არაკოზირი კარტით რიგის გარეშე თამაშობ: ხელის დაწყებისას, სანამ მსვლელი ჩამოვა, მონიშნე სამივე და დააჭირე „სვლა“, ან გამოიყენე „მალიუტკა!“.
მატჩი
მატჩი 11 ქულამდეა. რაუნდი 1 ქულა ღირს; მიღებული დავით — მეტი. ახალ რაუნდს წინა რაუნდის წაგებული იწყებს. ყაიმის შემდეგ დამწყები იცვლება.
ონლაინ თამაში
მატჩის ფსონი 30 საიტის მონეტაა. დაწყებას ორივე ადასტურებს. მოგებულს წმინდად 28 ემატება, წაგებული 30-ს იხდის, 2 იწვება. მოგება და წაგება კვირის რეიტინგში აისახება; რეიტინგი ორშაბათს, თბილისის დროით 00:00-ზე ნულდება.
დრო და კავშირი
მოქმედებაზე 30 წამია. დროის გასვლა რაუნდს აგებინებს; დავის პასუხისას — ძველი ფასით დათმობაა. ზედიზედ მეორედ დროის გადაცილება მატჩის წაგებაა. კავშირის გაწყვეტისას დასაბრუნებლად 40 წამია; ამ დროს სვლის საათი ჩერდება. თამაშიდან გასვლა მატჩის დათმობაა.
ბოტთან
უფასოა — მონეტები და რეიტინგი არ იცვლება. ბოტს მხოლოდ თავისი კარტები და მაგიდაზე მისთვის ხილული ინფორმაცია აქვს. შენს ხელში, დასტაში და შენს პირქვე კარტებში ვერ იხედება.

რაუნდების შედეგები

კვირის რეიტინგი

მხოლოდ ცოცხალ მოთამაშეებთან მატჩები · ორშაბათს თბილისის დროით ნულდება

მაგიდის ჩატი